Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ნინო სულხანიშვილი - ჩემი გადადგომა პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს
ambebi.ge
24 August 2016, 19:21
ჩემი გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა.

სულხანიშვილმა კომენტარი გააკეთა "პარტიზანელი მებაღეების" მოთხოვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადადგეს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური. ამ მიზნით ისინი კვირაზე მეტია შიმშილობენ.

ნინო სულხანიშვილის თქმით, მას არ სურს დამნაშავის სტატუსით მოხდეს მისი გადადგომა. "ჩემი გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. რომ სიმართლე გაირკვეს. არ მოხდეს ისე, რომ ცილისწამებით, დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა. თუ სამართალდამცველი ორგანოები დადებენ დასკვნას, რომ რაიმე გადაცდომას ან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ჩვენი სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებ პასუხს", - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ყველა მოთხოვნა მათთვის მისაღებია. კერძოდ, მოხდეს მათი სამსახურის რეორგანიზაცია, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რისთვისაც პარლამენტში კონკრეტული რეკომენდაციები გაგზავნილია. ეს რეკომენდაციები ეხება საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე ზემოქმედების საკითხებს. "რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ თვითონ გადავაგზავნეთ მასალა სამართალდამცავ ორგანოებში, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის კანონის დარღვევას ადგილი ყაზბეგის გამზირის #22-ში", - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი